სიმღერის პრემიერა

© თ. ყვითელაშვილითემურ ყვითელაშვილი
თემურ ყვითელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა

  რუსკა შაიშმელაშვილი

 არსებობს რწმენა, თუ ახალი წლის ღამეს შენს სურვილებს ფურცელზე ჩამოწერ ცალ-ცალკე და მერე ბალიშის ქვეშ დადებ, დილით რომელ წერილსაც პირველს გახსნი, სწორედ ის სურვილი აგისრულდებაო. დღევანდელი ჩვენი სტუმრებიც, სწორედ ახალი წლის ღამეს უმღერიან. 31 დეკემბერს,  „ჯითისიში“ გაიმართა კლიპის პრეზენტაცია, რომლის ავტორიც გახლავთ კომპოზიტორი მერაბ მამულაშვილი, ხოლო შემსრულებელი, მსოფლიოში აღიარებული ვირტუოზი გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი. კლიპის პრეზენტაციას საზოგადოების ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. სტუმრებს შორის, ჩვენც ვიყავით მიწვეულები და პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ინტერვიუ ვთხოვეთ ბატონ თემურ ყვითელაშვილს.

 —მოგესალმებით და გილოცავთ ამ დღეს. როგორ და სად ჩაიწერა ეს სიმღერა?

 —ეს სიმღერა დიდი ხნის წინ, ჩაწერილი ჰქონდა კოპმპოზიტორს, ბატონ მერაბ მამულაშვილს და შემოდებული ჰქონდა თაროზე. სულ ახლახანს, მომასმენინა მერაბმა ეს სიმღერა  და მეც მაშინვე შევთავაზე, რომ გამეკეტებინა..თქვენ იცით, რომ ზედაპირული არაფერი მიყვარს და ყველაფერს გულით ვაკეთებ. სერიოზულად ვიმუშავეთ ვოკალზე, ბექ-ვოკალებიც კი ჩემი ჩაწერილია, ნუ გიტარის იმპროვიზაციაზე აღრაფერს ვამბობ…ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც კი ამ საქმის განხორციელებაში გვერდში გვედგა. არ მინდა ვინმე გამორჩეს. სუყველას დიდი მადლობა, მაგრამ არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ გადაუხადო საპატრიარქოსთან არსებულ სტუდიას, რომლის ხელმძღვანელიც ბატონი მერაბ მამულაშვილია. მე ამ ადამიანთან, დიდი ხნის  საქმიანი ურთიერთობა  და მეგობრობა მაკავშირებას. ჩემი ბოლო სამი ალბომი, 9 ალბომიდან სწორედ აქაა ჩაწერილი. მადლობა მერაბ შენ,  ამ ულამაზესი სიმღერისათვის, რომელიც მაჩუქე.

 —ბატონო თემურ, კლიპში თემო ყვითელაშვილი უმცროსიც მონაწილეობს..

 -დიახ, რაც შეეხება ჩემს შვილს (ეღიმება),მისი მოწვევა ამ კლიპში თავად კომპოზიტორის იდეა იყო.

 —და ბოლოს, ამ ახალი წლის ღამეს  რა უსურვებთ ჩვენს ქვეყანას?

 —მე მინდა, რომ სრულიად საქართველოს, თქვენს მკითხველს მივულოცო 2016 წელი. ვუსურვო ხვავი, ბარაქა და და ყველა კეთილი სურვილის ახდენა. ჩვენი სიმღერის ბოლო ფრაზაც ხომ ასე მთავრდება.

 ჩვენ ასევე გავესაუბრეთ კომპოზიტორს ბატონ მერაბ მამულაშვილს, რომელიც კლიპის რეჟისორიც გახლავთ.

 —ბატონო მერაბ, საგულისხმოა ის ფაქტი,  რომ ხართ კლიპის რეჟისორიც, ოპერატორიც და მონტაჯის რეჟისორიც…როგორ გაართვით ამ ყველაფერს თავი?

 -როდესაც ეს სიმღერა დავწერე, სცენარის იდეაც მაშინვე მომივიდა. მერე ნელ-ნელა დავხვეწეთ და წინ წავედით. ჯერ კიდევ მე და თემო, შარშან ვფიქრობდით ამ სიმღერის გადაღებას, მაგრამ თემოც სულ დაკავებული იყო და თან თუ გახსოვთ შარშან თოვლიც კი არ მოსულა თბილისში (იცინის). წელს კი, გადაღებები გვქონდა გუდაურში. თემური ყველანაირად დამეხმარა. შეაწუხა მეგობრები. ალბათ, სხვანაირად არც გამოგვივიდოდა ამ სიმღერის გადაღება. მონტაჟზეც კი, თემო მეჯდა გვერდით და ერთად ვარჩევდით საუკეთესო კადრებს.

-თქვენ თუ ხართ კმაყოფილი ნამუშევრით?

-ბოლომდე არა, რადგან საკუთარ თავს ყოველთვის მეტს ვთხოვ, მაგრამ კმაყოფილი ვარ ჯგუფის მუშაობით. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის,  რომ კლიპი სრულყოფილი გამოსულიყო.

 -ბატონო მერაბ, რისი თქმა გინდოდათ ამ კლიპით?

 —ამ კლიპით მინდოდა მეთქვა, რომ ახალგაზრდებს უნდა დავუთმოთ გზა, მაგრამ ამავე დროს უნდა ვასწავლოთ სწორი ურთიერთობები და სწორი სიყვარული. არ არის აუცილებელი კლიპში ეროტიკას გაესვას ხაზი. როგორც ხედავთ, ამ კლიპში ეროტიკისგან განსხვავებით სიყვარულის არაჩვეულებრივი, ულაზესი დამოკიდებულებაა გადმოცემული.  აი ეს არის მთავარი.

 -და ბოლოს, ახალ წელს რას ისურვებდით?

 —ამ ახალ წელს,  ჩემს თავს და ჩემს ხალხს, ვუსურვებ უფლის სიყვარულს და უფლის მორჩილებას.პირველ რიგში ესაა მთავარი.სხვა დანარჩენი ყველაფერი იქნება.

 10 იანვარს ფილარმონიისს დიდ საკონცერტო დარბაზში, გაიმართება თემო ყვითელაშვილის საიუბილეო სოლო კონცერტი, სადაც ეს სიმღერაც შესრულდება.

© თ. ყვითელაშვილითემურ ყვითელაშვილი
თემურ ყვითელაშვილი - Sputnik საქართველო
თემურ ყვითელაშვილი

ყველა ახალი ამბავი
0