თბილისი, 2იანვარი — Sputnik. საქართველოს ნაკრების მცველმა უჩა ლობჟანიზემ კვიპროსუი კუბი „ომონია“ დატოვა, — იუწყება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
28 წლის ქართველ ფეხბურთელსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ხელშეკრულება ორივე მხარის თანხმობით გაუქმდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ლობჟანიძე კლუბს თავისუფალი აგენტის ხარისხში ტოვებს.
„ომონიაში“ ლობჟანიძე 2014 წლიდან თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში მარჯვენა მცველმა35მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
ჯერჯერობით უცნობია, რომელ კლუბში განაგრძობს საქართველოს ნაკრების მცველი კარიერას.