თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. პაკისტანის საზღვართან მდებარე ინდოეთის ავიაბაზაზე ტერორისტებთან ბრძოლა დასრულდა. სხვადასხვა მონაცემებით, დაიღუპა ერთი ან ორი სამხედრო და ოთხი ბოევიკი.
შაბათ დილას მძიმედ შეიარაღებულ ბოევიკთა ჯგუფმა ფათხანკოტის ბაზაზე იერიში მიიტანა. სამხედრო ფორმაში გადაცმული ოთხი თუ ხუთი ტერორისტი, რომლებიც ავტომატ АК-47–ით იყვნენ შეიარაღებულები, ბაზას დილის 3:30 საათზე დაესხა თავს. მედიის ინფორმაციით, ბოევიკებს ინდოთის ეროვნული უსაფრთხოების გვარდიის 50 ჯარისკაცი უწევდა წინააღმდეგობას.
„ტერორისტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის სროლა დასრულდა, ტერიტორია ჯერ გაწმენდილი არ არის“, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ინდურ სააგენტო ANI–ზე დაყრდნობით.
მედიის ინფორმაციით, განადგურებულია ოთხი ბოევიკი.
გაზეთი Hindustan Times იუწყება, რომ დაიღუპა ერთი სამხედრო, ხოლო ხუთი დაიჭრა.