თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. „ბარსელონის“ შემტევმა სამეულმა — არგენტინელმა მესიმ, ბრაზილიელმა ნეიმარმა და ურუგვაელმა სუარესმა, L'Equipe–ს ვერსიით, 2015 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგში პირველი სამი ადგილი დაიკავეს (შესაბამისად). ამაზე წერს გამოცემის ოფიციალური საიტი.
ამ სამეულის გარდა რეიტინგის პირველ ათეულში მოხვდნენ:
• კრიშტიანუ რონალდუ — „რეალი“
• რობერტ ლევანდოვსკი — „ბავარია“
• ტომას მიულერი — „ბავარია“
• მანუელ ნოიერი — „ბავარია“
• ანდრეს ინიესტა — „ბარსელონა“
• ანტუან გრიზმანი — „ატლეტიკო“
• პოლ პოგბა — „იუვენტუსი“.