თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. პეტარდების არასწორი გამოყენებით მიღებული დაზიანებების გამო ახალი წლის დღეებში თბილისის საავადმყოფოებს 30–მდე ადამიანმა მიმართა, — იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაშავებულები ძირითადად არასრულწლოვანები არიან.
საავადმყოფოებში აქამდე რჩება ათი ადამიანი. ერთ–ერთ პაციენტს, 5 წლის ბიჭუნას რამდენიმე თითის ამპუტაცია დასჭირდა.