აშშ-ში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ ნიუ-იორკის ფონზე, საიდანაც საკუთარ თანამემამულეებს და საქართველოს ახალი 2016 წელი მიულოცეს.
აშშ-ში მცხოვრებმა ქართველებმა საკუთარ თანამემამულეებს ქართულ ენაზე მიულოცეს ახალი წლის დადგომა, საქართველოს ყველა მოქალაქეს უსურვეს ბედნიერი და წარმატებული ახალი წელი.
აშშ-ში ქართული დიასპორა ინარჩუნებს ეროვნულ ტრადიციებსა და კულტურას. აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს ახსოვთ მშობლიური ენა, მღერიან ქართულ სიმღერებს და შესანიშნავად ასრულებენ ეროვნულ ცეკვებს.