თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. ახალი წლის ღამეს საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისელებს სიურპრიზი მოუმზადეს, იუწყება პარასკევს, 1 იანვარს შსს-ს პრესსამსახური.
„დედაქალაქის მასშტაბით, საპატრულო ეკიპაჟები მძღოლებს სამინისტროს მილოცვას და ტკბილეულს გადასცემდნენ“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საახალწლო საჩუქრების გადაცემის აქცია სადღესასწაულო დღეებში გაგრძელდება და თბილისის გარდა ასევე ყველა რეგიონს მოიცავს.