ქართულ-ბერძნული ახალი წლის მსგავსება და განსხვავება

ემიგრანტები
ემიგრანტები - Sputnik საქართველო
გამოწერა

 ნინო ცხოიძე

 ყველა დღესასწაულს ქართველი ემიგრანტები, შეძლებისდაგვარად, ქართული ტრადიციებით ხვდებიან. დროთა განმავლობაში, საკუთართან ერთად, ქართველმა ემიგრანტებმა ადგილობრივების ტრადიციები და ათა-წესებიც ისწავლეს და შეაზავეს. მით უმეტეს, ტრადიციათა ასეთი სინთეზი აუცილებელიცაა შერეული ოჯახებისთვის, რომლის ერთი წევრი, ცოლი, ან ქმარი ადგილობრივია, მეორე კი ქართველი. 

 როგორ ხვდებიან ახალ წელს ქართველები და ბრძნები და რა ტრადიციები გადმოიღეს ბერძნებისგან ქართველებმა, ამის შესახებ ქართული სათვისტომო „იბერია“-სა და ვახტანგ გორგასლის ქართული საკვირაო სკოლის ხელმძღვანელმა, დარეჯან ღამბაშიძემ მიამბო. 

 როგორც მისგან შევიტყვე, საახალწლოდ ქალაქ ათენში სინდაგმის, ანუ კონსტიტუციის მოედანზე, სადაც არც ისე დიდი ხნის წინ აქციები ტარდებოდა, საახალწლოდ აღმართულია ლამაზად მორთული, 110 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხე. იქვე არის პავილიონები, სადაც კუნძულებიდან ჩამოსული ბერძნები ყიდიან თავიანთ პროდუქციას: თხილს, მუსტალევრიას (ასე ქვია ამ ტკბილეულს), თავიანთ დამზადებულ კანფეტებს და ლუხუმადებს. რესტორნები და ბარები სავსეა ხალხით. ამ დღეს ზეიმობენ მამრობითი სქესის ადამიანები, ვისაც ხრისტო ქვია.

 მთელი ქალაქი გემოვნებითაა მორთული და 14 იანვრამდე გამარჯობის მაგივრად „ხრონია პოლას“ ვეუბნებით ერთმანეთს, ქართველებიც და ბერძნებიც. „ბუჟუკები“ სავსეა ხალხით, დროსტარება დილამდე გრძელდება. აქ პოპულარული ბერძნები მომღერლები მღერია. ცეკვის დროს ერთმანეთს ყვავილებს აყრიან თავზე და მოცეკვავეს, კმაყოფილების ნიშნად, ტრადიციულად, თეფშებს იატაკზე უმტრევენ. მეორე დღეს კი ნათესავები ერთმანეთს სახლებში  სტუმრობენ და ერთად სადილობენ.

 ბანქოთი დაინტერესებული ადამიანები მთელი ღამე თამაშობენ. კაზინოები სავსეა მოთამაშეებით. ქუჩებში ათასნაირი გასართობი თამაშობები და სანახაობებია. სკვერებში ქრისტეშობის ამსახველი ბუტაფორიები დგას. მოკლედ, სპექტაკლივითაა ქალაქი მოწყობილი.

რაც შეეხება ქართველების ზეიმს, ყველა ცდილობს ქართული გარემოს შემქნას.

 დარეჯან ღამბაშიძე, ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი:  ჩიჩილაკს საქართველოდან  მიგზავნიან და საერთოდ ვცდილობთ ქართული ტრადიციული ახალი წელი გავითენოთ. ამასთან, ამ ქვეყანასთან თანაცხოვრების შედაგად, ჩვენც გადავიღეთ მათი ტრადიციების ნაწილი და ქართულ სამზარეულოს ვუმატებთ ინდაურს „გემისტით“, ასე ქვია ბერძნულად. ინდაურს გავჭრით შუაზე ბოლომდე არა და შიგ ვათავსებთ ქიშმიშს, კომშს, თხილისნაირ კუკუნარს და ისე ვწვავთ. ინდაური იწვება აირღუმელში და ძალიან გემრიელია. ნაძვის ხეზე კი ვკიდებთ ჩვეულებრივ ახალ სათამაშოებს ძველთან ერთად. ყველა ოჯახშია „მელომაკარონა“ და „კურაბიედები“. ეს არი სპეციალური საახალწლო ტკბილეული, თაფლით და ნიგვზით მომზადებული და ლამაზი ორცხობილა.

 პატარებისთვის კი მშობლები ყიდულობენ იმ საჩუქარს, რასაც ბავშვები სთხოვენ აგიო ვასილის (ბეძნულ თოვლის ბაბუას). მშობლები მას მალავენ12 საათამდე. შემდეგ ატეხენ კარებზე ბრახუნს, ვითომ მოვიდა აგიო ვასილი, დატოვა საჩუქარი და წავიდა. 12-ს რომ დააკლდება ერთი წუთი ვაქრობთ შუქს, გავდივართ გარეთ და ზუსტად 12-ზე შემოვდივართ. ეს ნიშნავს, რომ  ძველ წელს გავატანეთ ყველაფერი ცუდი და დავიწყეთ ახალი დღე.

  ხშირ შემთხვევაში ყავთ დაქირავებული „აგიო ვასილი“. იგი მოდის ოჯახში, მღერის ბავშვებთან ერთად, ბავშვებს ლექსებს აყოლინებს. ოჯახი უმასპინძლდება ტკბილეულით. ბოლოს, აგიო ვასილი ასაჩუქრებს ბავშვებს, დალოცავს ოჯახს და მიდის.


ყველა ახალი ამბავი
0