გილოცავთ ახალ 2016 წელს!

© photo: Sputnik / Наталья Селиверстова / გადასვლა მედიაბანკშისაახალწლო ნაძვის ხე
საახალწლო ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
გამოწერა

 საქართველოში ყველაზე სანატრელი, ყველაზე სანუკვარი ყოველთვის იყო მშვიდობა. ასე იყო დასაბამიდან და ასეა დღესაც. მტერთაგან ჩაგრული ქართველი კაცი არ გაბოროტებულა და სიცოცხლის ხალისი არ დაუკარგავს — ეფერებოდა მიწას და ვაზს, შრომობდა მშვიდობისთვის, იბრძოდა მშვიდობისთვის, ლოცულობდა მშვიდობისთვის. ასეა დღესაც — ჩვენში ისევ ენატრებათ მშვიდობა, ისევ მშვიდობის სადღეგრძელოთი იწყებენ ნადიმს.

 ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ რა ახალი, 2016 წლის მობრძანებას, გთავაზობთ მშვიდობის სადღეგრძელოს.

 დაე, უღრუბლო ცა ფარავდეს ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ხალხს, ჩვენს მომავალს. მახსენდება დიდი შოთა რუსთაველის სიტყვები: ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია! მაშ, მოდით, შევსვათ ბოროტზე სიკეთის გამარჯვების სადღეგრძელო, ქვეყნად მშვიდობას გაუმარჯოს, მეგობრებო.

ახალ წელს გილოცავთ!

ყველა ახალი ამბავი
0