თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. სასჯელაღსრულების სამინისტროს ვადამდე პირობით გათავისუფლების ადგილობრივმა საბჭომ ახალი წლისთვის 149 პატიმრის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ეკა ბესელიამ ხუთშაბათს, 31 დეკემბერს.
„სამინისტროს ადგილობრივმა საბჭომ თათბირის შემდეგ 149 მსჯავრდებულთან დაკავშირებით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო“, — განაცხადა ბესელიამ.
მისი განცხადებით, მამაკაცებთან ერთად, ახალ წელს სახლში შეხვდება ოთხი ქალი და სამი არასრულწლოვანი.