თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ხუთშაბათს, 31 დეკემბერს პოლიციის 12 თანამშრომელი მამაცობისთვის მედლებით დააჯილდოვა, ხოლო 57 პოლიციელს მადლობის სიგელები გადასცა, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.
„დღეს აქ ჩვენი პოლიციელების მხოლოდ მცირე ნაწილია წარმოდგენილი. სინამდვილეში თქვენ ბევრად მეტნი ხართ — ადამიანები, რომლებიც ყოველ წამს, დღე და ღამე, დარსა და ავდარში — ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე დგახართ!“- განაცხადა მღებრიშვილმა.
გიორგი მღებრიშვილმა პოლიციელებს წარმატებები უსურვა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.