საქართველოს პირველმა პირებმა დაღუპული პოლიციელების ოჯახებს მიუსამძიმრეს

© photo: Sputnikპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციის კაპიტანს გელა ლამაზოშვილსა და ინსპექტორ მაია ჯავახიშვილს 30 დეკემბერს სანადირო თოფით პოლიციის შენობის ეზოში 19 წლის თელაველმა ესროლა.

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხუთშაბათს, 31 დეკემბერს თელავში გუშინ დაღუპული პოლიციელების ოჯახებსა დაა ახლობლებს მიუსამძიმრეს.

 პოლიციის კაპიტანს გელა ლამაზოშვილსა და ინსპექტორ მაია ჯავახიშვილს 30 დეკემბერს სანადირო თოფით პოლიციის შენობის ეზოში 19 წლის თელაველმა ესროლა. ლამაზოშვილი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, მაია ჯავახიშვილი კი — ჰოსპიტალიზაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ. სავარაუდო მკვლელი დაკავებულია.

 „ღრმა მწუხრებას გამოვთქვამ კაპიტან გელა ლამაზოშვილისა და პოლიციის ინსპექტორის მაია ჯავახიშვილის სამსახურერივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკული გარდაცვალების გამო“, — აღნიშნულია პრეზიდენტის წერილში.

 სამძიმარი პოლიციელების გარდაცვალების გამო მთავრობის ხელმძღვანელმაც გამოთქვა.

 "დიდი ტკივილი მოგვაყენა ორი ქართველი პოლიციელის გარდაცვალებამ. პოლიციის კაპიტანი გელა ლამაზოშვილი და პოლიციის ინსპექტორი მაია ჯავახიშვილი წლების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდნენ საკუთარ ქვეყანას, იცავდნენ მოქალაქეების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს,"- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

ყველა ახალი ამბავი
0