2016 წლის 1 იანვარს მსოფლიოს მოსახლეობა თითქმის 7,3 მლრდ ადამიანი იქნება

© photo: Sputnik / Израиль Озерский / გადასვლა მედიაბანკშინიუ-იორკი
ნიუ-იორკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტატისტიკური მონაცემებით, ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანა ჩინეთია, მას მოსდევს ინდოეთი და აშშ. რუსეთს 142,423 მლნ ადამიანით მეცხრე ადგილი უკავია.

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. 2016 წლის 1 იანვარს მსოფლიოს მოსახლეობა თითქმის 7,3 მლრდ ადამიანი იქნება, განაცხადა აშშ-ის მოსახლეობის აღწერის ბიურომ.

 1 იანვრისთვის მსოფლიოს მოსახლეობა, პროგნოზის თანახმად, 7 მილიარდ 295 მილიონ 889 ათას 256 ადამიანი იქნება. ერთ წელიწადში ეს მაჩვენებელი 78 მილიონით, ანუ 1,08%-ით გაიზარდა.

 აშშ-ის მოსახლეობა ახალი წლის დადგომამდე 322 მლნ 762 ათას ადამიანს შეადგენს, ერთ წელიწადში მოსახლეობის რაოდენობა 2,47 მილიონით, ანუ 0,77%-ით გაიზარდა. აშშ-ის მოსახლეობის ბოლო აღწერიდან — 2010 წლიდან ამ ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 14 მლნ ადამიანით გაიზარდა.

 ყველაზე მრავალრიცხოვანი დასახლებაა ჩინეთში (1,367 მლრდ ადამიანი), მას მოსდევს ინდოეთი (1,252 მლრდ) და აშშ, შემდეგ მოდის ინდონეზია, ბრაზილია, პაკისტანი, ნიგერია, ბანგლადეში. რუსეთს, 142,423 მლნ ადამიანით, მეცხრე ადგილი უკავია. ათეულის იაპონია ასრულებს.

 საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემებით, რომელიც 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდა, საქართველოს მოსახლეობამ 3 მლნ 729 ათას 635 ადამიანი შეადგინა, რაც 2002 წელს ჩატარებული აღწერის მაჩვენებელზე 641,9 ათასი ადამიანით ნაკლებია.

ყველა ახალი ამბავი
0