თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. მალაიზიაში, სილამაზის საერთასორისო კონკურსზე „მის ტურიზმი“ „ვიცე-მის საქართველო 2015“ ანი ხარაზიშვილი მონაწილეობს.
კონკურსის ფინალური ნაწილი მალაიზიის ახალ ადმინისტრაციულ ცენტრ პუტრაჯაიაში გაიმართება. კონკურსის გამარჯვებულის სახელი ცნობილი ახალი წლის ღამეს — 31 დეკემბერს გახდება ცნობილი. საქართველოს 22 წლის წარმომადგენლის გარდა, „მის ტურიზმის“ ტიტულისთვის 18-დან 26 წლამდე ასაკის 60 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.
„მის ტურიზმის“ (Miss Tourism Queen of the Year International 2015) ტიტულის გარდა, მსოფლიოს ლამაზმანები იბრძოლებენ ისე ტიტულებისთვის, როგორებიცაა პირველი ვიცე-მის „Miss Tourism Metropolitan International 2015/16“, მეორე ვიცე-მის, მესამე ვიცე-მის და მეოთხე ნომინაციაში გამარჯვებული — „Dreamgirl of the Year International 2015/16“.
კონკურსის ფარგლებში, კონკურსის სპონსორებისგან ასევე ათი დამატებითი ნომინაცია გათამაშდება.
სილამაზის საერთაშორისო ყოველწლიური კონკურსი „მის ტურიზმი“ 1993 წელს დაარსდა. კონკურსის პრიორიტეტი ტურიზმის, კულტურის, მონაწილე ქვეყნებს შორის მეგობრობის განვითარებაა.
კონკურსის „მის ტურიზმი 2015“დევიზი გახდა ფრაზა: „მალაიზია — ნამდვილი აზია“. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ღონისძიება მთელს მსოფლიოში მალაიზიის კულტურის მთელი სისავსით წარმოჩენის საშუალებას იძლევა.