თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ საახალწლო კონცერტებთან დაკავშირებით, ხუთშაბათს, 31 დეკემბერს, თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდება, ნათქვამია საქართველოს შს სამინისტროს განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედნის მიმართულებით ავტომანქანები იმოძრავებენ ჭანტურიას ქუჩის გავლით. კოტე აფხაზის და შალვა დადიანის ქუჩებიდან მოძრაობა ნებადართულია პუშკინის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობა ნებადართული იქნება ორბელიანის მოედნიდან თაბუკაშვილის ქუჩის გავლით.
ახალი წლის ღამეს თავისუფლების მოედანზე გალა-კონცერტი გაიმართება, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება: საახალწლო კომპოზიციები, ოპეროისა და ესტრადის ცნობილი შემსრულებლები და საშობაო საგალობლები.
საახალწლო კონცერტში 200-მდე შემსრულებელი, მათ შორის სიმფონიური ორკესტრი და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასი.