„SPUTNIK საქართველო“ქვეყანაში საქმიანობის შედეგებს აჯამებს

© photo: Sputnik / Константин Чалабов / გადასვლა მედიაბანკში"სპუტნიკი"
სპუტნიკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„SPUTNIK საქართველო“ თავის მკითხველს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს და ჯანის სიმრთელეს, წინსვლასა და წარმატებებს უსურვებს.

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. გასული წლის შეჯამებისას, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველომ“, პორტალის ქართულ და რუსულ ვერსიებზე, თავის მკითხველს ქვეყანაში ყველაზე მკაფიო და დასამახსოვრებელი მომენტები წარუდგინა.

„Sputnik საქართველომ“ თანამედროვე მულტიმედიურ ფორმატებში — ინფოგრაფიკა, ფოტოლენტა და ვიდეო — თავის მკითხველს 2015 წლის დასამახსოვრებელი მომენტების შესახებ უამბო. ქვეყნის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების შეჯამებისას სააგენტო წარმოადგენს თემებს: „წლის ეკონომიკური შედეგები“, „საქართველოში 2015 წლის ტოპ-სპორტული მოვლენები“, „როგორ განვვლეთ ეს წელი — სოციალური სფერო“, „წლის შედეგები კულტურის სფეროში“, „წლის ყველაზე ინოვაციური და საინტერესო პროექტები და მათი ავტორები“ და დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობა VS ქართული ოცნება“.

ინფოგრაფიკის ფორმატში „Sputnik საქართველომ“ თავის მკითხველს მოუთხრო იმის შესახებ, რომ 2015 წელს თბილისი, საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების რაოდენობით, მსოფლიოს ერთერთი ყველაზე სპორტული ქალაქი გახდა. ინფოგრაფიკის იმავე თვალსაჩინო ფორმატით „Sputnik საქართველომ“ ასევე აჩვენა ცვლილებები სამართლებრივ სფეროში, რომლებიც საქართველოში 1 იანვრიდან განხორციელდება და რამაც შეიძლება მოქალაქეებზე მოახდინოს გავლენა — საგზაო მოძრაობის წესებიდან თამბაქოსა და ალკოჰოლზე დაწესებულ აქციზებამდე.

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს ვებგვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ისახალიამბების ლენტები მომხმარებლისთვის სადღეღამისოდ გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0