პარიზში ახალი წლის ღამეს ფეიერვერკები არ იქნება

© photo: Sputnik / Ирина Калашникова / გადასვლა მედიაბანკშიპარიზი წინასაახალწლოდ
პარიზი წინასაახალწლოდ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქის ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომების დაცვის ღონისძიებების ფარგლებში მიიღო.

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. პარიზის ხელისუფლებამ, უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებების ფარგლებში, შეზღუდა საახალწლოდ დაგეგმილი შუქების შოუს პროგრამა და აკრძალა ფეირვერკები ელისეის მინდვრებზე, — ნათქვამია პარიზის მერიის საიტზე.    

„ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ახალი წელი თავშეკავებისა და ერთიანობის ატმოსფეროში აღვნიშნოთ. პარიზის ტრადიციების თანახმად, ქალაქის სტუმრებსა და მის მცხოვრებლებს შეუძლიათ კვლავაც შეხვდნენ ახალ წელს ადგილზე, რომელიც ცნობილია როგორც „მსოფლიოს ულამაზესი  ავენიუ“. მაგრამ წელს თავშეკავებულები ვიქნებით. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დიდი შოუ არ მოეწყობა, ფეიერვერკები გაუქმებულია“, — ნათქვამია პარიზის მერის, ან იდალგოს განცხადებაში. 

პოლიციის ინფორმაციით, პარიზში შეიზღუდება ფეიერვერკების, შუშის ქილებში ჩამოსხმული სასმელებისა და ასევე ალკოჰოლური სასმელის გარეთ დასალევად გაყიდვა.  

პარიზის უსაფრთხოებას ახალი წის ღამეს 11 ათასი ჯარისკაცი, პოლიციელი და საგანგებო სამსახურების თანამშრომელი   დაიცავს. ეს 2 ათასით მეტია, ვიდრე იყო შარშან. ელისეის მინდვრებზე 1.6 ათასი პოლიციელი იმოძრავებს, — აღნიშნავს სააგენტო „როიტერი“. 

პარიზის ქუჩებში
პარიზის ქუჩებში - Sputnik საქართველო
პარიზის ქუჩებში

ყველა ახალი ამბავი
0