მხოლოდ მახსოვრობაში შემორჩენილი „კადრები“

© http://www.tabula.geტელეანძა, მთაწმინდა და ღამის თბილისი
ტელეანძა, მთაწმინდა და ღამის თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა

  მერაბ ხაჩიძე

 ამას წინათ, ერთმა ჩემმა ახალგაზრდა კოლეგამ, ისე ცნობის მოყვარეობის გამო მკითხა: საახალწლო გადაცემები ძველ ტელევიზიაში როგორ კეთდებოდაო?! სიტყვა „ძველმა“ საკმაოდ გამამხიარულა, მაგრამ თუ წარმოუდგენელი სისწრაფით განვითარებულ ტექნიკურ პროგრესს გავითვალისწინებთ, დასმული კითხვის ფორმაც ლოგიკურია. 

სასცენარო გეგმა, გენიოსმაც რომ დაწეროს, მაინც ჩარჩოშია გამომწყვდეული. ამიტომაც არის, რომ ფილმის გადაღების ანდა სპექტაკლის დადგმის პერიოდში იმპროვიზებულად შემოდის რეჟისორისა თუ მსახიობის მიერ სპონტანურად წამოსროლილი ფრაზა და რეპლიკა. შემოდის და რჩება. ბევრმა ალბათ არ იცის, რომ საყოველთაოდ გავრცელებული — „…ტოჟე მნე გოგებაშვილი…“ ეროსი მანჯგალაძის მიერ ერთ-ერთი სატელევიზიო სპექტაკლის ჩაწერისას სახელდახელოდ წამოსროლილი ნათქვამია, რომელიც ჩანაწერშიც დარჩა და დღესაც „ხალხური“ გამონათქვამივით გვესმის ხშირად. ასეთი მაგალითი ბევრზე ბევრია. მსგავს კურიოზებს თავად კინოსა და თეატრის დიდი ოსტატებიც ჰყვებოდნენ და ყვებიან.

ბევრი მსგავსი რამ ხდებოდა ქართული ტელევიზიის „გარიჟრაჟზეც, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ვიზუალურად არაფერი შემოგვრჩა. მაშინ, მწირი და ჯერ კიდევ დაუხვეწავი ტექნიკის პირობებში, ვიდეოჩაწერები პრაქტიკულად არ ხდებოდა. გადაცემები „ცოცხლად“ გადიოდა ეთერში. ეს ყველაფერი ტელევიზიას ნამდვილად მატებდა სიცოცხლეს, მაგრამ ბევრს ვერაფერს მატებდა არქივს. ამიტომაც, ვიწრო,16 მილიმეტრიან ფირზე სახელდახელოდ გადაღებული რამდენიმე კადრის გარდა, „მეხსიერებას“ ბევრი არაფერი შემორჩენია.

© https://www.facebook.com/საქართველოს ტელევიზიის პირველი თავმჯდომარე ანტონ კელენჯერიძე და ტელევიზიის თანამშრომლები.
საქართველოს ტელევიზიის პირველი თავმჯდომარე ანტონ კელენჯერიძე და ტელევიზიის თანამშრომლები. - Sputnik საქართველო
საქართველოს ტელევიზიის პირველი თავმჯდომარე ანტონ კელენჯერიძე და ტელევიზიის თანამშრომლები.

31დეკემბრის საახალწლო გადაცემას, პრაქტიკულად გალა კონცერტს, ტელევიზიის მუსიკალურგადაცემათა რედაქცია ხელმძღვანელობდა. ვეჭვობ, დღეს რომელიმე ტელევიზიამ შესძლოს ის, რაც მაშინ, 1970-იანი წლების დასაწყისში,ჩვეულებრვ სამუშაო რეჟიმში ხდებოდა. მარტო ხელით აწყობილი, ძვირადღირებული დეკორაციების მაყურებლისგან შეუმჩნევლად ცვლა რად ღირდა. ისიც კი მოხდა, რომ საკონცერტო ნომრებს შორის პავილიონში შემოტანილი „თბილისური აივნიანი სახლის“ ბოლომდე კარკასზე მიჭედება ვერ მოასწრეს და რომ არ წაქცეულიყო, გადაცემის დამთავრებამდე ორ მუშას ხელით ეჭირა თითქმის ოთხი მეტრის სიმაღლის „კედელი“. რეჟისორის თანაშემწიდან დაწყებული, მთავარი რედაქტორით დამთავრებული, ყველა საგანგებო ყურადღებით იქცეოდა. უმცირესი შეცდომა მთლიანად საეთერო პროგრამას დააყენებდა ყირაზე. უმძიმესი დატვირთვა წამყვანებზე (დიქტორებზე)მოდიოდა. ლია მიქაძე, თენგიზ ნათაძე, შურა მაჭავარიანი, ომარ ტივაძე, ჯულიეტა ვაშაყმაძე, ჟანეტა არჩვაძე, ნათელა ბოლქვაძე, ირმა გურიელი…  საკმაოდ მოცულობით ტექსტებს მოკარნახისა და „სუფლიორი მონიტორების“ გარეშე ზეპირად ამბობდნენ. ეს  „სიამოვნება“ მოგვიანებით გაჩნდა. ისიც მახსოვს, როგორ ეჭირა ერთ-ერთი დიქტორის წინ, აწეულ ხელებში სასწრაფოდ შეცვლილი და ორი მეტრის სიგრძის შპალერის რულონზე დიდი ასოებით დაწერილი ტექსტი სკამზე შემდგარ „ტელე-რადიოს“ მაშინდელ თავმჯდომარეს — კარლო გარდაფხაძეს. საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მიუხედავად, ტელევიზია სხვა სახელმწიფო უწყებებს არ ჰგავდა. აქ სხვა წესი მუშაობდა: საქმე თანამდებობას და იერარქიულ საზღვრებს არაფრად დაგიდევდათ. ხიბლი და ხალისიც სწორედ ამაში იყო. 

თავში სასცენარო გეგმა ვახსენე. თუ რამეზე მწყდება გული, სწორედ იმ სასცენარო გეგმის მიღმა დაუფიქსირებელი კადრებია. ქართული კულტურისა და ხელოვნების კორიფეები,ზემოთ ნათქვამი მიზეზების გამო, ახალ წელს ტელევიზიაში ხვდებოდნენ და არა საკუთარ სახლში, ოჯახის წევრეთან ერთად. მათი უპირველესი მისწრაფება ქართული ტელევიზიით ქართველი ხალხისადმი მილოცვა, მათ წინაშე გამოსვლა გახლდათ და მერე დანარჩენი, თორემ გასამრჯელოდ მიღებული ის მწირი ჰონორარი სათქმელადაც არ ღირს, მათ ენთუზიაზმთან შედარებით. ერთი დიდი კონცერტი ის იყო, რაც სტუდიის გარეთ, ნომრებს შორის ხდებოდა და მართლა გულდასაწყვეტია, რომ კადრს არ შემოუნახავთ ის გულღია ხუმრობა, გენიალური, ლეგენდად დარჩენილი ადამიანების გულიდან ნათქვამი სადღეგრძელო და  განუმეორებელი, ქართული ფოლკლორისა და ოპერის გრანდებისგან ვირტუოზულად, ერთად ნამღერი „მრავალჟამიერი“. მოსმენით ვეღარასოდეს მოვისმენთ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამის წარმოდგენაც შეძლებს ჩვენი გულების თუნდაც წამიერად გათბობას.  

 ძალიან მინდა ყველას ახსოვდეს, თორემ  მე არასოდეს დამავიწყდებიან არც ის ადამიანები და ის, რომ 60 წლის წინ, 1956 წელს, ქართული საფუძველი ტელევიზიას სწორედ მათ ჩაუყარეს. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური