თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. 2015 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი (შემოსულობები) შესრულებულია 100%-ით და შეადგენს 9 745,1 მლნ ლარის (გადაჭარბება 0,1 მლნ ლარი), იტყობინება საქართველოს ფინანსტა სამინისტრო.
ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები გადაჭარბებულია 27,8 მლნ ლარით და შეადგენს 8 076,7 მლნ ლარს. დარჩენილი სამუშაო დღეების გათვალისწინებით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მნიშვნელოვანი გადაჭარბებით შესრულდება.
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 28 დეკემბრის მდგომარეობით, შესრულებულია 98,8%-ით და შეადგენს 9 504,0 მლნ ლარს. დარჩენილი დღეების გათვალისწინებით 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის (გადასახდელები) შესრულების მაჩვენებელი გადააჭარბებს 99%-ს.
29 დეკემბრის მდგომარეობით, გადაჭარბებით შესრულებულია სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები.