თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ბუნებრივად აქვს სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიისა და უფრო მოშორებით მდებარე რეგიონებისთვის და ეს ქვეყნის განვითარებას ძალიან წაადგება, მიაჩნია ეკონომისტ სოსო სიმონიშვილს.
„უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩინეთიდან ჩამოვიდა პირველი მატარებელი. ჩვენ ამით პრაქტიკულად პირველი სარკინიგზო აბრეშუმის გზა მივიღეთ. ესეც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ქვეყანას აქვს სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია და ეს ძალიან წაადგება ქვეყნის განვითარებას, მაგრამ საქმე ის არის, რომ მე პრინციპულად წინააღმდეგი ვარ რაიმე ერთი მიმართულებისთვის ხელის შეწყობისა და ეკონომიკის სხვა მიმართულების იგნორირების, რადგან აუცილებელია, რომ ქვეყნის ეკონომიკა ყველა მიმართულებით ვითარდებოდეს“-აღნიშნა სოსო სიმონიშვილმა
ეკონომისტის თქმით, ქვეყანაში ყველა დარგი ჰარმონიულად უნდა ვითარდებოდეს, მათ შორის წარმოებაც, რადგან ის მოსახლეობის დასაქმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
საქართველოს მთავრობის მიზანი — ეს ერთიანი სატრანსპორტო სისტემის შექმნაა, გამომდინარე ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, რათა მაქსიმალურად იყოს გამოყენებული სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალი და გაიზარდის ქვეყნის როლი საერთაშორისო გადაზიდვებში.
ამის თაობაზე ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში „ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსთვის“, რომელიც პარლამენტს განახლებულ მთავრობასთან ერთად წარედგინა ნდობის ვოტუმის მისაღებად.
„სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, გაღრმავდება ინტეგრაცია საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში და რეგიონული თანამშრომლობა… აზიის განვითარების ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით მუშავდება დოკუმენტი სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ“, — ნათქვამია პროგრამაში.
საქართველოს მთავრობა ასევე განაგრძობს სატრანსპორტო სისტემის სრულყოფას, მოიყვანს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას საერთაშორიაო სტანდარებთან შესაბამისობაში ლოგისტიკური ცენტრებისა და მულტიმოდალური და ინტერმოდალური გადაზიდვების განვითარების ხელშეწყობის გზით.
პროგრამის თანახმად, სამოქალაქო ავიაციის სფეროში საქართველოს მტავრობა ხელს შეუწყობს „ღია ცის“ პოლიტიკის გატარებას და უზრუნველყოფს „საქართველოსა და ევროგაერთიანებასა და მის წევრ–სახელმწიფობს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმების იმპლემენტაციას.
„(ეს) უზრუნველყოფს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სფეროში ფრენების უსაფრთხოების, საავიაციო უშიშროების, გარემოს დაცვის, მომხმარებელტა უფლებების დაცვისა და სხვა მიმართულებების ევროპულ დონეზე განვიტარებას და საქართველოს საავიაციო სივრცის ერთიან საჰაერო სივრცეში ინტეგრაციას“, — ნათქვამია დოკუმენტში.
საქართველოს მთავრობა განავითარებს მცირე ავიაციას და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას მთიან რეგიონებში, რაც ამ რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას ხელს შეუწყობს.
საქართველოს აქტიურად მონანწილეობს სხვადასხვა რეგიონულ პროგრამებში, პროექტებსა და საპროექტო ინიციატივებში (ტრასეკა, ვიკინგი და სხვ.).
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სარკინიგზო პროექტს ბაქო–თბილისი–ყარსი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვებზე დახარჯულ დროს და საქართველოს გავლით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვის წინაპირობაა.
საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ სარკინიგზო მონაკვეთის პრიორიტეტულ ობიექტებზე უკვე დასრულებულია ძირითადი სამშენებლო სამუშაოები. 2015 წელს ჩინეთიდან პირველი სატრანზიტო მატარებლის ჩამოსვლით, ოფიციალურად გაიხსნა „აბრეშუმის რკინიგზა“.
„განსაკუთრებული ყურადრება ეთმობა ანაკლისს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხს. მთავრობა განაგრძობს მუშაობას პროექტის რეალიზაციის მიმართულებით“, — აღნიშნული დოკუმენტში.