პროფესიონალი ალპინისტების ჯგუფმა წინასაახალწლოდ თბილისში მშვიდობის ხიდის დასუფთავება დაიწყო.
საქართველოს დედაქალაქი ახალი წლის შესახვედრად ემზადება — სანაპიროზე, მდინარე მტკვარზე გადებული მშვიდობის ხიდის მინის პანელების გაწმენდაზე პროფესიონალი ალპინისტები დაასაქმეს.
ქვეითთა მშვიდობის ხიდი 2010 წლის მაისში გაიხსნა. ის რიყის პარკსა და ერეკლე მეორის ქუჩებს აკავშირებს ერთმანეთთან. ხიდი საქართველოს დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში, მეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებს შორისაა განთავსებული.
მშვიდობის ხიდი, რომელიც მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით აშენდა, 156 მეტრის სიგრძის ფოლადის კარკასისგან შედგება, რომელიც მინითაა დაფარული. კონსტრუქცია ოთხ მყარ საყრდენზე დგას.
ხიდის არქიტექტორია იტალიელი მიკელე დე ლუკი (Michele De Lucchi), რომელმაც მანამდე ააშენა პრეზიდენტის რეზიდენცია ავლაბარში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი შენობა კახეთის გზატკეცილზე. განათების დიზაინერი არის ფრანგი ფილიპ მარტინო (Philippe Martinaud).