საქართველოში 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულთათვის ცალკე დაწესებულება აშენდება

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშიმსჯავრდებული
მსჯავრდებული - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახიშვილმა განცხადებით, 14-დან 21 წლამდე ასაკის პატიმრებისთვის ცალკე დაწესებულება აშენდება, რადგანაც აუცილებელია მსჯავრდებულთა ფილტრაცია და ეს პატიმრების რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს.

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. 21 წლამდე პატიმართათვის ცალკე დაწესებულება აშენდება, განაცხადა პარლამენტში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კახა კახიშვილმა ორშაბათს, 28 დეკემბერს.

„იგეგმება და უკვე არის პროექტი 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულებისათვის ცალკე დაწესებულების აშენებისა. იმიტომ,რომ საჭიროა მსჯავრდებულების ფილტრაცია. 14-დან 18 წლამდე ადამიანი იმყოფება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის დაწესებულებაში 18+1 დღე და უნდა გადავიდეს სხვა დაწესებულებაში, ეს, რა თქმა უნდა, ვერ შეუწყობს ხელს მსჯავრდებულების რესოციალიზაციას, ამიტომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულთათვის ცალკე დაწესებულების აშენება, სადაც ამ ასაკის ადამიანებს მიეცემა საშუალება, უფრო აქტიურად ჩაერთონ რესოციალიზაციის საკითხებში", — განაცხადა კახა კახიშვილმა.

საქართველოში ყველა მინისტრი ამჟამად მოვალეობის შემსრულებელია, რადგან თანამდებობა დატოვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერობის კანდიდატსა და მთავრობის ახალ კაბინეტს პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს. კენჭისყრამდე საკანონმდებლო ორგანოში თითოეული კანიდიდატის მოსმენა მიმდინარეობს. 


ყველა ახალი ამბავი
0