სირიის ქალაქ ჰომსის ცენტრში სამი აფეთქება მოხდა. ტერორისტებმა მიყოლებით ააფეთქეს ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული ორი მანქანა. ამის შემდეგ თვითმკვლელმა მეორე ტერაქტის ადგილზე აამოქმედა ქამარი ასაფეთქებელი მოწყობილობით.
სირიის ქალაქ ჰომსის ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ორშაბათს ქალაქის ცენტრში, აზ-ზაჰრას რაიონში სამმაგი ტერაქტის შედეგად 14 მოქალაქის გარდაცვლება დააფიქსირეს. დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. მანამდე ქალაქის პოლიციას აცნობეს 30 დაღუპულის შესახებ.
"ჩვენ 10 დაღუპული გვყავს, გარდა 3 ამოუცნობი ზრდასრული ცხედრისა და ერთი ბავშვისა. რეანიმაციაში შვიდი ადამიანი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია. ვშიშობ, მათ გადარჩენას ჩვენ ვერ შევძლებთ. 100-ზე მეტი ადამიანია დაშავებული", — "რია ნოვოსტის" შეატყობინა ქალაქ ჰომსის ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომელმა.
ტერაქტების ადგილზე მუშაობას განაგრძობენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მიმდინარეობს ნანგრევებისგან წმენდა.
დეკემბრის დასაწყისში ტერორისტებმა ჰომსის ცენტრში დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. ქალაქის საავადყმოფოს თანამშრომლებმა 22 მშვიდობიანი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, 140-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება. ეს ტერაქტი სირიის კრიზისული პერიოდში ყველაზე მასშტაბური იყო.