ლათაკიაში სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების ავიბაზა "ჰმეიმიმზე". იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მიულოცეს მომღერლებმა და მოცეკვავეებმა რუს სამხედრო მოსამსახურეებს დამდეგი ახალი წელი.
მსახიობები, მუსიკოსები და მოცეკვავეები ჩავიდნენ "ჰმეიმიმის" ბაზაზე რუსი სამხედროების მხარდასაჭერად და დამდეგი დღესასწაულის მისალოცად.
"ჰმეიმიმს" ასევე ეწვივნენ რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი ვიქტორ ბონდარევი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლაი პანკოვი. სტუმრებს შორის ასევე იყო სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრე კარელინი.
"ყველა მათგანს ესმის, რომ მათ მთელი ქვეყანა მხარს უჭერს. ჩვენ მათთვის დამდეგი დღესასწაულის მსალოცად ჩამოვედით", — განუცხადა კარელინმა ჟურნალისტებს.
საახალწლო ატმოსფეროს შესაქმნელად ავიაბაზაზე მოსკოვიდან 2 ნაძვის ხეც ჩაიტანეს, ერთ-ერთის სიმაღლე 15 მეტრია.
30 სექტემბრიდან პრეზიდენტ ბაშარ ასადის მოთხოვნით რუსეთმა სირიაში ტერორისტების ობიექტებზე წერტილოვანი დარტყმების განხორციელება დაიწყო.
პარალელურად შეტევებში მონაწილეობს აშშ-ის დაქვემდებარებაში მყოფი "ანტიდაიშური კოალიცია", რომელსაც სირიისგან შესაბამისი მანდატი არ გააჩნია. მას რუსეთი აწვდის ინფორმაციას თვითმფრინავების გაფრენის შესახებ, თუმცა უფრო მჭირდო კოორდინაცია ჯერ ვერ მოხერხდა. ამასთან დასავლეთი რუსეთს ტერორისტული ობიექტების გარდა, მშვიდობიანი ოპოზიციის პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას უსაფუძვლოს უწოდებს.