თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. 29 დეკემბრისათვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.4060 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
წინა ნიშნულთან შედარებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0037 ლარით დაეცა.
ეროვნული ბანკის მიერ 29 დეკემბრისათვის ძირითად უცხოურ ვალუტებზე გაცვლის ოფიციალური კურსები:
ევრო 1 – 2,6435 GEL
ინგლისური ფუნტი სტერლინგი 1 – 3,5885 GEL
აშშ დოლარი 1 – 2,4060 GEL
თურქული ლირა 1 – 0,8242 GEL
რუსული რუბლი 100 – 3,3356 GEL
აზერბაიჯანული მანათი 1 – 1,5782 GEL
სომხური დრამი 1 000 – 5,0094 GEL
უკრაინული გრივნა 10 – 1,0131 GEL