ჰომსში ტერაქტის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский / გადასვლა მედიაბანკშიქალაქი ჰომსი
ქალაქი ჰომსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰომსის ცენტრში დღეს სამი აფეთქება მოხდა. საავადმყოფოში დაადასტურეს, რომ რეანიმაციაში შვიდი უკიდურესად მძიმე პაციენტია გადაყვანილი, ასობით ადამიანი კი დაჭრილია.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. სირიის ქალაქ ჰომსის ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ ქალაქის ცენტრში მომხდარ ტერაქტს 14 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ასზე მეტი დაიჭრა, — წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

ჰომსის ცენტრში დღეს სამი აფეთქება მოხდა. საავადმყოფოში დაადასტურეს, რომ რეანიმაციაში შვიდი უკიდურესად მძიმე პაციენტია გადაყვანილი, ასობით ადამიანი კი დაჭრილია.  

„ჩვენთან ათი დაღუპულია, თუ არ ჩავთვლით სამი მოზრდილისა და ერთი ბავშვის ცხედრებს, რომელთა ვინაობაც ჯერ დადგენილი არ არის. რეანიმაციაში გვყავს შვიდი უკიდურესად მძიმე პაციენტი. ვშიშობ, რომ მათი გადარჩენა არ მოხერხდება. დაჭრილია ასზე მეტი ადამიანი“, — განუცხადა სააგენტოს საავადმყოფოს თანამშრომელმა.  

მისი აზრით, სხვა დაღუპულების ცხედრები და ასევე დაშავებულებიც შესაძლოა სხვა საავადმყოფოებში განეთავსებინათ. ტერაქტის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ. მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდა. 

ყველა ახალი ამბავი
0