თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის და თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ერთობლივმა გუნდმა საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს შორის კალათბურთში გამართულ ფინალურ მატჩში საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გუნდი დაამარცხა.
მეორე ადგილი საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გუნდმა, ხოლო მესამე ადგილი კი ქ. თბილისის პროკურატურის გუნდმა დაიკავა.
გამარჯვებულ გუნდს მთავარი პროკურატურის თასი გადაეცა, ხოლო ტურნირში მონაწილეები სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ.
მთავარი პროკურატურის მიერ ორგანიზებული ტურნირი კალათბურთში ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუნდები საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა დეპარტამენტის და რაიონული პროკურატურების თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა.