ბათუმში ნაპირგამაგრებითი სამუშაოები დასრულდა

© https://www.facebook.com/mrdi.gov.geნაპირგამაგრებითი სამუშაოები მდინარე ყოროლისწყალზე
ნაპირგამაგრებითი სამუშაოები მდინარე ყოროლისწყალზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მდინარე ყოროლისწყლის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ 250 მეტრი სიგრძის ოთხიარუსიანი დამცავი კედელი მოეწყო, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას სეზონური უხვნალექიანობისათვის დამახასიათებელი პრობლემებისაგან დაიცავს.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ბათუმში მდინარე ყოროლისწყლის მარჯვენა ნაპირის გასამაგრებელი სამუშაოები დასრულდა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

 მდინარე ყოროლისწყლის მარჯვენა ნაპირი, რომელიც ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების დროს ინტენსიურად ირეცხებოდა. ამის შედეგად დაზიანდა  დასახლებასთან დამაკავშირებელი გზა და რამდენიმე საკარმიდამო ნაკვეთი. აღნიშნული პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, დაზიანების საშიშროება ექმნებოდა მდინარის კალაპოტის მიმდებარე საცხოვრებელ სახლებსაც.
  პრევენციის მიზნით, შესაბამისი ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა. კერძოდ, მდინარე ყოროლისწყლის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ 250 მეტრი სიგრძის ოთხიარუსიანი დამცავი კედელი მოეწყო, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას სეზონური უხვნალექიანობისათვის დამახასიათებელი პრობლემებისაგან დაიცავს.
 სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო. ნაპირგამაგრებითი სამუშაოების ღირებულებამ 329.6 ათასი ლარი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0