იალბუზზე ევროპაში ყველა გრძელი საბაგირო გზა იხსნება

© Личный архив Ланы Адамянიალბუზის ფერდობი
იალბუზის ფერდობი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბაგირო გზა სადგურ „მირს“ სადგურ „გარაბაშთან“ დააკავშირებს. უმაღლესი წერტილი 3847 მეტრი იქნება. ასევე გაიხსნება ახალი სათხილამურო ტრასა „გარაბაშ-მირი“.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ევროპაში ყველაზე მაღალი საბაგირო გზა კვირას იალბუზზე ისნება, იუწყება ყაბარდო-ბალყარეთის იალბუზის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
 „საბაგირო გზის გახსნის ფარგლებში, რომლის უმაღლესი წერტილი 3847 მეტრი იქნება, ასევე გაიხსნება ახალი სათხილამურო ტრასა „გარაბაშ-მირი“, აღნიშნულია განცხადებაში.
 გზის სიგრძე, რომელიც აღჭურვილია რვაადგილიანი გონდოლებით, 1675 მეტრია და მას ერთ საათში 750 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. პერსპექტივაში ადამიანების გადაყვანის რაოდენობა გაორმაგდება — ათას ხუთასამდე გაიზრდება.
 აზაუს ველზე გახსნის დღეს ტურისტებისა და დამსვენებლებისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიება ჩატარდება, რომლის ყველაზე აქტიური მონაწილეები სპონსორებისგან სპეციალურ პრიზებს მიიღებენ, აღნიშნავს პრეს-სამსახური.
  ასევე გაიხსნება თხილამურებისა და სნოუბორდების გაქირავების დიდი პუნქტი, სპორტული ტანსაცმლის მაღაზია და სერვისის ცენტრი. საზეიმო გახსნა საღამოს ლაზერული შოუთი დამთავრდება.

 სს „კსკ“-მ (ყირიმის უძრავი ქონების მართვისა და სამშენებლო მომსახურების კომპანია) ადრე განაცხადა, რომ 2015 წლის განმავლობაში იალბუზის კურორტის განვითარებაზე 1 მლრდ რუბლზე მეტს დახარჯავდა. 2020 წლამდე კურორტის განვითარებაზე კიდევ 6 მლრდ-ზე მეტი რუბლის დახარჯვა იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0