პრეზიდენტი: ახალ პრემიერ-მინისტრს მრავალი პრობლემის გადაჭრა მოუწევს

© пресс-служба премьер-министра Грузииსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
Yandex newsTelegram
საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების გადასაჭრელად აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და პარლამენტმა ეფექტურად უნდა ითანამშრომლონ.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მრავალი პრობლემის გადაჭრა მოუწევს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
 „ბატონ გიორგის (კვირიკაშვილი) აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები და მას ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი. საქართველოს აქვს სერიოზული პრობლემები, რომლებიც გადასაჭრელია  როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, ასევე პარლამენტთან ეფექტური თანამშრომლობით“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

 ირაკლი ღარიბაშვილმა 23 დეკემბერს ყველასთვის მოულოდნელად პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ, პარასკევს, 25 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობამ ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა.

 

ყველა ახალი ამბავი
0