თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტი დაამტკიცა

© http://www.tabula.geტელეანძა, მთაწმინდა და ღამის თბილისი
ტელეანძა, მთაწმინდა და ღამის თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წლის ბიუჯეტი დედაქალაქისათვის 815 მილიონ 900 ათასი ლარით განისაზღვრა.

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. 32 ხმით 10-ის წინააღმდეგ 26 დეკემბერს, შაბათს  ქალაქ თბილისის საკრებულომ მომავალი წლის დედაქალაქის ბიუჯეტი დაამტკიცა. 

 2016 წლის ბიუჯეტი დედაქალაქისათვის  815 მილიონ 900 ათასი ლარით განისაზღვრა. აღნიშნული თანხიდან ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებზე 214 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა-აღდგენით სამუშაოებზე — 103 მილიონი ლარი, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე — 271 მილიონი ლარი, განათლების პროგრამებისათვის- 95,100 მლნ ლარი, ეკოლოგიური და გამწვანების პროგრამებისათვის გათვალისწინებულია 68 მლნ ლარი და ა. შ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, 1,5 მილიონი ლარით მცირდება თბილისის მერიისა და გამგეობის ადმინისტრაციების ხარჯები, ასევე მცირდება სამივლინებო, ტრანსპორტისა და სატელეფონო ხარჯები. 

დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ოპოზიციის მწვავე კრიტიკის თანხლებით მიმდინარეობდა. 


ყველა ახალი ამბავი
0