თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იცოდა, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგომას აპირებდა, ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში შაბათს, 26 დეკემბერს განაცხადა.
23 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყველასთვის მოულოდნელად განცხადება გააკეთა გადადგომის შესახებ. პარასკევს, 25 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობამ ოფიციალურად წარადგინა ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მინისტრებს შეუჩერდათ უფლებამოსილებები და ამ დროისათვის ყველა მათგანი მოვალეობის შემსრულებელია.
„მე ინფორმირებული ვიყავი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების შესახებ და მხარს ვუჭერდი მას, ისევე როგორც გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებულ განცხადებაზე. მე მხარს ვუჭერდი ამ გადაწყვეტილებებს არა დაუფიქრებლად, არამედ იმიტომ, რომ ვიცოდი მათზე“, — თქვა მარგველაშვილმა.
ეს კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც სასარგებლო იქნება სახელმწიფოსათვის, დაამატა მან.
გიორგი კვირიკაშვილის წინადადებით, ჯერჯერობით მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უცვლელი რჩება. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს კი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს.