თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მეორეკლასელი ბავშვი დედამ ჩამომხრჩვალი იპოვნა, იტყობინება ტელეკომპანია “რუსთავი 2“.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევის დროს ბავშვის დედა ოზურგეთში იმყოფებოდა, ბავშვი კი ბებიასთან იყო დატოვებული.
ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. მათ კიდევ ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, რომლებიც თბილისში ნათესავთან ცხოვრობენ.
როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.