გალაკტიონი და ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“

© ეროვნული არქივიგალაქტიონ ტაბიძე
გალაქტიონ ტაბიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

 თამაზ ჩიქვანაია

 1978 წელს ცნობილი პოეტის მარიკა ბარათაშვილის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა მის მშობლიურ ჭიათურაში. ტელევიზიის გადამღებ ჯგუფთან გამოემგზავრა ბატონი მურმან ლებანიძეც; ადრე დილით გავედით ქალაქიდან, რადგან ჯერ რაჭაში უნდა ავსულიყავით ნიკორწმინდის ტაძრის გადასაღებად. მანამდე, ამ დიდებულ ძეგლზე ჩემი წარმოდგენა გალაკტიონის უკვდავი ლექსით შემოიფარგლებოდა. ტაძარში შესულებს, ამბიონზე გალაქტიონის გადაშლილი წიგნი დაგვხვდა. ბატონი მურმანი ახლოს მივიდა:ამ  ორიდანრომელი უფრო დიდი ძეგლია,ეს არის საკითხავიო ბრძანა. ჭიათურისკენ მიმავალ გზაზე, მშობლიურ რაჭაში სტუმრობით გამხიარულებულმა პოეტმა ერთი ისტორია მომიყვა, თუმცა დაამატა: ეს ამბავი გალაკტიონის გარდაცვალების შემდეგ მიამბეს და დღეს გამახსენდა, სამწუხაროდ, მისი ნამდვილობის შემოწმება არც მიცდიაო. მეც ასევე გადმოგცემთ, იქნებ ასე სულაც არ მომხდარა, მაგრამ ისტორია იმდენად საინტერესოა, ვფიქრობ, არსებობის უფლება აქვს.

 1910-14 წლებში გალაკტიონი ქუთაისში ცხოვრობდა, აქვე გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული, რომელიც ჩემი ბაბუის, თომა ჩიქვანაიას გამომცემლობაშიაეწყო (ეს დანამდვილებით ვიცი). მალე პოპულარობაც მოვიდა და ერთ-ერთ გიმნაზიაში, საბავშვვო წარმოდგენაზე დასასწრებად მიიწვიეს. იდგმებოდა ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“, პოეტს ისე მოსწონებია მთავარი როლის შემსრულებელი, რომ საგანგებოდ გასულა დარბაზიდან, ყვავილების თაიგული უყიდია, სპექტაკლის დასრულებისთანავე სახეგაბადრული გოგონასთვის ეჩუქებია და უთქვამს: იცოდე ქრისტინე, მე შენ არასდროს დაგივიწყებო. ეს გოგონა გახლდათ ნინა(ნუნუ) კვინიკაძე. ამ ამბიდან 30 წელი გავიდა, ომის შემდგომ თბილისში, მორიგი ბოლშევიკური „წმენდა“ მიმდინარეობდა. რატომღაც,დიდი რეპრესიების მსხვერპლის, გენერალ ებანოიძის მეუღლეს და მცირეწლოვანი ქალიშვილს მიაკითხეს, მაგრამ  გენერლის მეგობრებმა დროულად გააფრთხილეს  და ბესიკის ბაღთან, ებანოიძის მეგობრის ბინაში იმალებოდნენ. ერთ დილას, სახლის პატრონი შინიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.  ახალი წლის წინა დღეები იდგა, დედა-შვილმა ორი დღე ითმინა, მაგრამ შიმშილმა თავისი გაიტანა და დედა ამბის გასაგებად და ლუკმა-პურის საშოვნელად, თავშალმოხვეული გავიდა. ელბაქიძის დაღმართთან შავი ბაზარი იყო, იქ მიიტანა ნიშნობის ბეჭედი და შავ პურში გადაცვალა. უკან გამობრუნებას რომ აპირებდა, იგრძნო, ორი შავკოსტუმიანი მამაკაცი გამოჰყოლოდა; დედის ინსტინქტმა მოაბრუნა, საპირისპირო მიმართულებით, ელბაქიძის დაღმართზე დაეშვა და მარჯანიშვილის ქუჩისკენ წავიდა. მდევრები წამოეწიენ, ქალი იქვე მდებარე სახლის სადარბაზოში შევარდა და პირველივე კარს მიაწვა. ბედად, კარი ღია დახვდა, უკითხავად შევიდა ბინაში, კარი მიხურა, თავშალი მოიხსნა და დიდ ოთახში, სავარძელში მთვლემარე გალაკტიონი დაინახა.

 მალე, კარზე ბრახუნმა პოეტი გამოაღვიძა, შეშინებულ ქალს შეხედა, გაუღიმა და უთხრა: „მოხვედი ქრისტინე?.“ დიახ, ეს სწორედ ის პატარა ქუთაისელი გოგონა გახლდათ, რომელსაც სამი ათეული წლის წინ დიდმა პოეტმა თაიგული უსახსოვრა. გალაკტიონმა კარი გააღო, მისი ხილვით შეცბუნებული ჩეკისტები უკმეხად გაისტუმრა და მერე „ქრისტინეს“ ისტორიაც მოისმინა.

 რამდენიმე წუთში, თავად აუყვა ელბაქიძის აღმართს, მითითებული მისამართიდან გოგონა წამოიყვანა და დედას მიჰგვარა. მოგვიანებით, გალაკტიონმა „ქრისტინეზე“ იქორწინა, მის გოგონას კი საკუთარი შვილივით უპატრონა.


ყველა ახალი ამბავი
0