სოლომონ კვირკველიამ შესაძლოა „რუბინი“ დატოვოს

© photo: Sputnikფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირკველია „რუბინში“ 2010 წლიდან თამაშობს. ამ დროის მანძილზე მცველი მოედანზე 117-ჯერ გავიდა და სამი გოლი გაიტანა.

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს  ფეხბურთის ნაკრებისა და „რუბინის“ მცველმა სოლომონ კვირკველიამ, შესაძლოა უახლოეს მომავალში კაზანის „რუბინი“ დატოვოს. აღნიშნულ ინფორმაციას პორტალი soccer.ru ავრცელებს. 

 23 წლის მცველის კონტრაქტი მომავალი წლის ივნისში იწურება. მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 4.5 მილიონი ევროა. 

 „რა თქმა უნდა არის იმის შესაძლებლობა, რომ კვირკველია თავის კარიერას რუსეთის ფეხბურთის პროფესიულ ლიგაში განაგრძობს. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ „სერია A“-ს ქართველ მოთამაშეებთან შესამჩნევი კავშირები აქვს, ხოლო თავად კვირიკაშვილი სწრაფი არ არის მაგრამ პოზიციურად ჭკვიანია, არ არის გამორიცხული, რომ მისით აპენინებზე დაინტერესდებიან“, — წერს გამოცემა. 

 კვირკველია „რუბინში“ 2010 წლიდან თამაშობს. ამ დროის მანძილზე მცველი მოედანზე 117-ჯერ გავიდა და სამი გოლი გაიტანა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0