კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ–მინისტრის პოსტზე წარადგინეს

© facebook.com/mfageorgiaგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო უმრავლესობის წინადადება კვირიკაშვილის პრემიერის პოსტზე წარდგენის შესახებ პრეზიდენტს გადაეგზავნება. მისი კანდიდატურა ახლა სახელმწიფოს მეთაურმა უნდა დაამტკიცოს.

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობამ პარასკევს, 25 დეკემბერს, ქვეყნის პრემიერ–მინისტრის პოსტზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალურად წარადგინა.  

ირაკლი ღარიბაშვილმა 23 დეკემბერს ყველსათვის მოულოდენელად განაცხადა პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. 

„ბატონ ირაკლის (ღარიბაშვილს, — რედ.) მადლობას ვუხდი — ჩვენ ძალიან ბევრი კარგი საქმე ერთად გავაკეთეთ და წილად მხვდა ბედნიერება ვყოფილიყავი ვიცე-პრემიერი, როცა ბატონი ირაკლი იყო პრემიერ-მინისტრი; ასევე იმ ნდობისთვის, რომელიც მან სულ ცოტა ხსნის წინ გამომიცხადა. დიდი მადლობა უმრავლესობის თითოეულ წევრს, რომელმაც ნდობა გამოხატა ჩემი პრემიერ-მინისტრობის პოსტზე წარსადგენად“, — განაცხადა კვირიკაშვილმა. 

საპარლამენტო უმრავლესობის წინადადება კვირიკაშვილის პრემიერის პოსტზე წარდგენის შესახებ პრეზიდენტს გადაეგზავნება. მისი კანდიდატურა ახლა სახელმწიფოს მეთაურმა უნდა დაამტკიცოს. ამის შემდეგ პრემიერობის კანდიდატი პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასა და საკუთარ პროგრამას წარუდგენს, ხოლო საკანონმდებლო ორგანო ხმათა უმრავლესობით ნდობის ოტუმს გამოუცხადებს ახალ პრემიერ–მინისტრსა და მის მთავრობას. 

გიორგი კვირიკაშვილს ილინოისის უნივერსიტეტის ფინანსების მაგისტრის ხარისხი აქვს. მას წამყვანი თანამდებობები ეკავა საქართველოს სხვადასხვა ბანკებსა და უცხოურ საკონსულტაციო კომპანიებში. 2006–2011 წლებში გახლდათ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი. 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა, ხოლო 2013 წლის 26 ივლისს ვიცე–პრემიერიც გახდა. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე კვირიკაშვილი სულ რამდენიმე თვე — 2015 წლის 1 სექტემბრიდან მუშაობდა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0