ლარის ვარდნის შეჩერების იმედით, ეროვნული ბანკი ვალუტას ყიდის

© photo: Sputnikიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლარის საშუალოშეწონილმა კურსმა დოლართან დღევანდელ აუქციონზე 2,4012 GEL/$1 შეადგინა.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. ხუთშაბათს, 24 ოქტომბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა. 

2015 წლის სექტემბრის ბოლოდან, მას შემდეგ რაც ლარის კურსი 2,4499 GEL/$1 ნიშნულზე დაეცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისათვის უფრო აგრესიულ პოლიტიკას მიმართა. 

Обменный пункт - Sputnik საქართველო
ლარის კურსი

ოთხი სავალუტო აუქციონის შედეგად, ეროვნულმა ბანკმა უკვე გაყიდა თითქმის 87 მილიონი დოლარი. ბოლო კვირის განმავლობაში, ლარი 0,5%-ით გაუფასურდა, რასაც აზერბაიჯანში ეროვნული ვალუტის დევალვაციას უკავშირებენ. 

ლარის საშუალოშეწონილმა კურსმა დოლართან, დღევანდელ აუქციონზე 2,4012 GEL/$1 შეადგინა. 

25 დეკემბრისათვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი 2.4023 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.


ყველა ახალი ამბავი
0