თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ეთიკის კომისიამ (FIDE) სამი წლით დისკვალიფიკაცია გაუკეთა და დიდოსტატის სტატუსი ჩამოართვა ქართველ მოჭადრაკეს გაიოზ ნიგალიძეს, რომელიც ამხილეს დუბაიში ტურნირის მსვლელობისას საჭადრაკო პარტიების გაანალიზებისათვის ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებაში. ამის შესახებ Р-Спорт FIDE-ს ოფიციალურ გვერდზე დაყრდნობით იტყობინება.
ინციდენტი 2015 წლის აპრილში მოხდა, როცა დუბაიში მიმდინარე ტურნირზე ნიგალიძე მოჭადრაკე ტიგრან პეტროსიანს ხვდებოდა.
მიუხედავად დიდოსტატის სტატუსის ჩამორთმევისა, ნიგალიზეს შეუნარჩუნდა 2009 წელს მიღებული საერთაშორისო ოსტატის სტატუსი.
განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, დისკვალიფიკაცია 15 წლიანი იქნება.