ბელგიამ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoevბელგია
ბელგია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება ევროკავშირის ყველა ქვეყნის მიერ საბოლოოდ რატიფიცირებულია.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. ბელგიის ხელისუფლებამ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ხუთშაბათს, 24 დეკემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე.

ევროკავშირმა და საქართველომ 2014 წლის ივლისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ასოცირების შესახებ, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ. 

„ბრიუსელიდან კარგი ამბავი მოვიდა. ბელგია ევროკავშირის ქვეყნებიდან 28-ე, ბოლო ქვეყანა იყო, რომელსაც რატიფიკაცია დასრულებული არ ჰქონდა. მან ეს პროცესი დაასრულა და დღევანდელი მდგომარეობით, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკურლება ევროპის ყველა სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებულია“, — განაცხადა უსუფაშვილმა.

ევროკავშირის ყველა ქვეყნის მიერ შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ დოკუმენტი ძალაში შევიდა. 

საქართველოს პარლამენტმა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება 18 ივლისს მოახდინა, ხოლო ევროპარლამენტმა – 18 დეკემბერს. 


ყველა ახალი ამბავი
0