თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. მის ერაყმა უარყო ინფორმაცია, რომელიც არაბულმა მედიამ გაავრცელა, რომ მას „ისლამური სახელმწიფო“ გაუსწორდებოდა, თუ ბოევიკებთან „სექს–ჯიჰადით“ არ დაკავდებოდა, იუწყება სააგენტო Sputnik Arabic–ი.
20 წლის „მის ერაყმა“ შაიმა ქასემმა (Shaima Qassim) Sputnik–ს განუცხადა, რომ მის მიმართ „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან სექსუალური მონობისა და მკვლელობის შესახებ არანაირი მუქარა არ ყოფილა.
„არავინ დამმუქრებია არც მკვლელობით და არც სხვა არაფრით“, – განაცხადა ერაყის სილამაზის დედოფალმა.
შაიმა ქასემის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და „მის ერაყის“ კონკურსის ჟიურის წევრმა სინან ქამელმა (Sinan Kamel) Sputnik–თან ასევე განაცხადა, რომ „მის ერაყის მიმართ არანაირი მუქარა არ ყოფილა, ხოლო რაც მედიაში და სოციალურ ქსელებში დაიწერა, უსაფუძვლო სიცრუეა“.
მანამდე ზოგიერთმა არაბულმა მედიასაშუალებამ, კონკრეტული წყაროს მიუთითებლად, ერთი და იგივე ამბავი გაავრცელა, თითქოს „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები „მის ერაყს“ გაუსწორდებიან, თუ ის მათთან ე. წ. სექს–ჯიჰადით არ დაკავდება, ანუ მათი სექსუალური მონა არ გახდება.
შაიმა ქასემი „ერაყის სილამაზის დედოფალი“ 2015 წლის 19 დეკემბერს გახდა.