სირიის ქალთა ბატალიონი: როგორ ასწავლიან მოხალისე გოგონებს დაიშთან ბრძოლას

გამოწერა

სირიაში ქალთა ბატალიონმა "ალ-მაჰავირი" დამასკში სამხედრო მომზადება გაიარა. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ სწავლობდნენ მოხალისე გოგონები მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევას და რას ამბობენ ჯარში წასვლის სურვილის შესახებ.

ბატალიონი "ალ-მაჰავირი" შედგება ქალებისგან, რომლებიც სირიის არმიასთან ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდნენ. მოხალისე გოგონები სამხედროთა რიგებში შედიან, რათა სირია დაიცვან.

"მე აქ მოვედი მყარი შეგრძნებით იმისა, რომ სირია ჩემთვის დედასავითაა. როდესაც დედა ავადმყოფობს, მე მასთან უნდა ვიყო. ახლა სირია ავადაა. ამიტომ მე მასთან ერთად უნდა ვიყო. მე მსურს განვკურნო ის, რათა ადრინდელივით მშვიდად ვიცხოვრო", — განაცხადა ბატალიონის მებრძოლმა.

გოგონებს სამხედრო საქმიანობას ასწავლიან: იარაღის გამოყენება, ყუმბარის ტყორცნას. ისინი ფიზიკური მომზადების კურსსაც გადიან.

სირიის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება შეუძლიათ მხოლოდ ყველაზე მამაცებს და არსებული რეჟიმისადმი ყველაზე ლოიალურ მოქალაქეებს. სირიის არმიის ქალთა ბატალიონი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა მსოფლიოში.

ყველა ახალი ამბავი
0