თბილისში საახალწლო ზეიმი 25 დეკემბერს დაიწყება

© photo: Sputnikსაახალწლო განათება
საახალწლო განათება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიამ მოსახლეობისთვის რიგი საზეიმო ღონისძიებები და კონცერტები მოამზადა, რომლებიც კათოლიკური შობის დღეს დაიწყება.

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. თბილისში საახალწლო ღონიძიებები 25 დეკემბერს დაიწყება, იუწყება დედაქალაქის მერიის პრესსამსახური.

გასართობ პროგრამაში 700–ზე მეტი მუსიკოსი, მსახიობი და შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას. კულტურული ღონისძიბების გარდა, სტუმრებს სპორტული გასართობები, ასევე მოციგურავეთა ყოველდღიური შოუ ელოდებათ. ბავშვებისთვის სპეციალური საკონცერტო პროგრამა და თეატრალური წარმოდგენა მომზადდა. 

თბილისის ცენტრში, „ვარდების რევოლუციის“ მოედანზე „საახალწლო ქალაქში“ სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ გლინტვეინი, კრეპები, ორცხობილები, „ბელგიური ვაფლი“ და სხვა საახალწლო ნუგბარი; შეიძინონ სუვენირები, ნაძვის ხის სათამაშოები და ხელნაკეთი ნივთები. საახალწლო ქალაქში ყოველდღიურად სხვადასხვა ჟანრის კონცერტები და DJ-ების ფესტივალი გაიმართება. საახალწლო ქალაქში მოძრაობისა და პანტომიმის თეატრის მსახიობები  პერფორმანსებს, მსვლელობებსა და კარნავალებს მოაწყობენ.

წმინდა გიორგის ქანდაკების მორთვა - Sputnik საქართველო
საქართველოს დედაქალაქის ცენტრს საახალწლოდ რთავენ

31 დეკემბრის ღამეს, თავისუფლების მოედანზე, საახალწლო გალა-კონცერტი  გაიმართება. სამი ნაწილისაგან შემდგარი კონცერტი სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საახალწლო კომპოზიციებს, საოპერო და საესტრადო შემსრულებლების დუეტებს და საშობაო ალილოს აერთიანებს. 

საახალწლო კონცერტში მონაწილეობას 200-ზე მეტი მუსიკოსი მიიღებს, მათ შორის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, საოპერო და ესტრადის მომღერლები და მოცეკვავეები. 

თბილისის მერიამ სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის 1 მლნ 499 ათასი ლარი გამოყო.


ყველა ახალი ამბავი
0