ფიფია: პუტინის განცხადება წინ უძღვის ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყებას

© photo: Sputnikთემურ ფიფია და ვალერი კვარაცხელია
თემურ ფიფია და ვალერი კვარაცხელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, რუსეთმა კვლავ იმის დემონსტრირება გააკეთა, რომ მზად არის დადებითი როლი შეასრულოს ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობების აღდგენაში.

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება წინ უძღვის ქართულ-რუსული ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყებას, თქვა საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის თავმჯდომარემ თემურ ფიფიამ 22 დეკემბერს РИА Новости-ს თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ ბრიფინგზე. 

 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხების არჩევანში მდგომარეობს, განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებს ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.

 „(საქართველოსთან) ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორები ჩვენ არ ვყოფილვართ, მაგრამ მზად ვართ მის აღსადგენად, რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – ეს, პირველ რიგში, ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხების საქმეა, საჭიროა მათთან მუშაობა, ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა პუტინმა. 

 “პუტინის განცხადება ძალიან მნიშვნელობვანი იყო. და შეიძლება ითქვას, რომ პუტინის განცხადება წინ უძღვის ქართულ-რუსული ურთიერთობების ახალ ეტაპს. ყოველ შემთხვევაში თუ იქნება პოლიტიკური ნება ქართული მხრიდან, პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან… რუსეთმა კიდევ ერთხელ გააკეთა მზადყოფნის დემონსტრირება სერიოზულად მიუდგეს ამ საკითხს და დადებითი როლი შეასრულოს ურთიერთობების აღდგენაში ჩვენს მეგობრულ ხალხებს შორის — ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის. ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა რომელსაც სეუძლია სეასრულოს დადებითი როლი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში. ჩვენ მოძმე ხალხი ვართ, საერთო ისტორია გვაქვს. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ერთმანეთთან, ვილაპარაკოთ ოსებტან და აფხაზებთან რუსულ მხარესთან ერთად“,- განაცხადა ფიფიამ. 

 პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლის ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ თავის მხრივ უნდა გააცნობიეროს და აღიაროს რომ 2008 წელს ქვეყნის ხელმძღვანელობამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა. 

ვლადიმერ პუტინი - Sputnik საქართველო
პუტინი: რუსეთი მზადაა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები გააუქმოს

 „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ძალიან მნიშვნელოვან მომენტს სეეხო, საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ეს მომენტი. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაში არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც შეზლებდნენ არა თუ გადაედგათ ნაბიჯები ამ მიმართულებით, არამედ გაეაზრებინათ რა თქვა პუტინმა. ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა ისაუბრა საქრთველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე. პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და ერთადერთი კაცი აღმოჩნდა რომელმაც სწორად გაიგო რა იყო ნათქვამი. მან ეს დააფასა და ტქვა რომ ეს მართლაც კარგი ნაბიჯია. მაგრამ ეს ერთი მხარეა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიულ თლიანობაზე ისაუბრა და ეს უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსათვის. რადგან მან თქვა, რომ ეს საკითხი მხოლოდ მაშინ გადაწყდება, როცა ქართველები შეძლებენ მოლაპარაკებას აფხაზებსა და ოსებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ეს არ არის მინიშნება, არამედ უკვე პირდაპირ ნათქვამია — დაიწყეთ მოლაპარაკებები, დაიწყეთ მუშაობა“, — აღნიშნა კვარაცხელიამ. 

 2008 წლის აგვისტოში  თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

 საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც  ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის  საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის  ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან  ურთიერთობების დარეგულირება დაასახელეს, მხოლოდ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ხარჯზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0