ექსპერტი: „საქართველომ და ევროკავშირმა შრომით მიგრაციაზეც უნდა მოილაპარაკონ“

© Public DomainЕС
ЕС - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაცია არ შეეხებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ევროპაში არლეგალურად იმყოფებიან, რადგან მათ კანონი დაარღვიეს და მიმღებ ქვეყანაში არალეგალურად დარჩნენ. აქედან გამომდინარე, მათზე შეთანხმება „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გავრცელდება.

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები შრომით მიგრაციასთან დაკავშირებითაც უნდა გამართოს,– განაცხადა ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ.

„ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შემდგომი ეტაპი ალბათ შრომით მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოლაპარაკებები უნდა გახდეს, რათა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელებიც საზღვარგარეთ დოვლათს ქმნიან, სამშობლოში ჩამოსვლა უპრობლემოდ შეეძლოთ“– მიაჩნია პაატა შეშელიძეს.

მისი თქმით, კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლების წინაშე დგას ევროპის ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეები არიან.

 „ეს ქართული საზოგადოების ის აქტიური და გაბედული ნაწილია, რომელიც არ ერიდება შრომას, თავსაც ინახავს და აქეთ ოჯახებსაც არჩენს. ამიტომ კარგი იქნება თუ მათაც მიეცემათ ევროკავშირში ლეგალურად შრომის შესაძლებლობა“–აღნიშნა ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს პრეზიდენტმა. 

 საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაცია არ შეეხებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ევროპაში არლეგალურად იმყოფებიან, რადგან მათ კანონი დაარღვიეს და მიმღებ ქვეყანაში არალეგალურად დარჩნენ. აქედან გამომდინარე, მათზე  შეთანხმება  „საქართველოსა და ევროკავშირს შორის   უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გავრცელდება. 

 რეადმისია კი ნიშნავს სახელმწიფოს თანხმობას საკუთარი მოქალაქის უკან მიღების თაობაზე, რომელიც უნებართვოდ იმყოფება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. 

 ევროკომისიამ 18 დეკემბერს გამოაქვეყნა საბოლოო დადებითი შეფასება საქართველოს მიერ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ქმედებების გეგმის შესრულების შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0