ორგანიზაციის „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ პრესკონფერენციას გამართავს

© photo: Sputnik"რია ნოვოსტრის" პრესცენტრი
რია ნოვოსტრის პრესცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ პრესკონფერენციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში ოთხშაბათს, 23 დეკემბერს, 15:00 საათზე გამართავს.

ბოლო დროს ორგანიზაციის ყურადღების სფეროში 120–ზე მეტი ოჯახი მოხვდა, რომლებიც ისანში ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, იქ ლტოლვილების დაახლოებით 20 ოჯახი ცხოვრობს, დანარჩენი სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახებია. ახლა მათ გამოსახლებას ცდილობენ, შენობაში შეწყვიტეს ელექტროენერგიის, წყლის მიწოდება, მწყობრიდან გამოიყვანეს კანალიზაცია. რაიონის ხელმძღვანელობა ამ ოჯახების ორხევის საერთო საცხოვრებელში გადაყვანის პირობას დებს, თუმცა შენობა ამ რაოდენობის ოჯახის მისაღებად არ გამოდგება.  

პრესკონფერენციის მონაწილეები უსახლკაროთა უფლებების დაცვის კომპლექსური ზომების, მათი მონაცემთა ბაზის შექმნის  შესახებ ისაუბრებენ:

– ორგანიზაციის „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი;

– ორგანიზაციის „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ პროექტების კოორდინატორი მადლენა ხუროშვილი;

– ისნის ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის მცხოვრები ნიკოლოზ გუდაძე.

რუსული საინფორმაციო სააგენტო“რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრი: რუსთაველის გამზირი, 2, გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის შენობა, მე-8 სართული, ოთახი 808.

ტელეფონები:  224 46 77;  555 90 89 77.


ყველა ახალი ამბავი
0