უსინათლო და სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოები დაიბეჭდა

© mes.gov.geგანათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების სამინისტრომ ჟესტების ენის, ბიოლოგიისა და ქიმიის რელიეფურსურათებიანი სახელმძღვანელოები დასაბეჭდად მოამზადა. პროექტის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად ჩართვაა.

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში პირველად დაიბეჭდა სასკოლო სახელმძღვანელოები უსინათლო და სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის, — იუწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური

პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად ჩართვა, მათი სპეციალური სასწავლო პროგრამებით უზრუნველყოფა და საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის ხელშეწყობა. 

განათლების სამინისტრომ ჟესტების ენის, ბიოლოგიისა და ქიმიის რელიეფურსურათებიანი სახელმძღვანელოები დასაბეჭდად მოამზადა.  

„საქართველოში პირველად შეიქმნა ყველა ის საგანმანათლებლო რესურსი, რელიეფური და ჟესტების ენის სახელმძღვანელოები, რომლებიც სრულფასოვანი ინკლუზიური განათლებისთვის გვესაჭიროება. ეს პრეცედენტია საქართველოში და მოხარული ვარ, რომ შევძელით ამის გაკეთება და 2016 წლის ახალ სემესტრს ახალი რესურსებით დავიწყებთ“, — განაცხადა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სახელმძღვანელოების პრეზენტაციაზე. 

2015 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა სმენადაქვეითებული და სმენისარმქონე, უსინათლო და სუსტადმხედველი მოსწავლეების განათლების ხელმისაწვდომლობის გაზრდა.


ყველა ახალი ამბავი
0