თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „დედამიწა–ჩვენი სახლია“ სოციალური გამოკითხვის შედეგების პრეზენტაციას „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში ოთხშაბათს,23 დეკემბერს 13:00 სთ–ზე გამართავს.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა საქართველოს 1938–მა მოქალაქემ მიიღო, რომლებმაც პასუხი გასცეს კითხვებზე: „რომელ პოლიტიკურ პარტიას ენდობით?“ და „ უცხოეთის ქვეყნების ლიდერებიდან რომელი იწვევს თქვენში ნდობას? გამოკითხვა მიმდინარე წლის ნოემბერ–დეკემბრის პერიოდში ჩატარდა.
გამოკითხვის შედეგების შესახებ პრეზენტაციის მონაწილეები ისაუბრებენ:
არასამთავრობო ორგანიზაციის – „დედამიწა–ჩვენი სახლია“ – პრეს–მდივანი ნანა ზარანდია;
–„მრავალეროვანი მოძრაობა სამშობლოსათვის“ წარმომადგენელი ედუარდ ნურალიევი;
–არასამთავრობო ორგანიზაციის – „დედამიწა–ჩვენი სახლია“ – წარმომადგენელი არჩილ ლორია.