რას მოგვითხრობენ „ქართველი სომხები?“

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურა, სვეტლანა და ვიქტორია — როგორ გააერთიანა ეს ადამიანები თბილისმა, ხაჭაპურმა და სომხეთმა — ეს „Sputnik სომხეთის“ კორესპონდენტმა გაარკვია.

ზურას დილა ცხელი ხაჭაპურით იწყება, რომელსაც თავადვე იცხობს, ოღონდ არა მშობლიურ სახლში, არამედ სომხეთში, სადაც საშოვარზეა წასული. 

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი და საქართველო მეზობლები არიან, ზურას მაინც ძალიან ენატრება ნათესავები და საახალწლო არდადეგებზე  საჩუქრებით ხელდამშვენებული აპირებს შინ, მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან წასვლას. 

ზურა ერევნის ერთ–ერთ საცხობში მუშაობს — ქართულ შოთის პურს აცხობს. 

„აქაურობა ძალიან მომწონს, კარგი ხალხია, ქართული პური უყვართ. მაგრამ იცით, რა არის? სანამ მე აქ ვარ, ჩემი ქალიშვილები — ქეთი და ნათია უჩემოდ იზრდებიან. უმცროს ნათიას უყვარს სომხური კანფეტები და ლავაში, ამიტომაც ვაპირებ, რომ წავუღო, ქეთის კი თქვენებური ჩირი ურჩევნია“, — უყვება ზურა პორტალ „Sputnik სომხეთს“ და თან თანაბარი მოძრაობით ზელს ცომს. 

სომხეთში ზურასნაირი შრომითი მიგრანტები ცოტანი არიან — ისევე როგორც მუდმივად მცხოვრები ქართველები, რომლებიც სომხეთში ძირითადად შერეული ქორწინების შემთხვევაში ხვდებიან. 

შოთის პური
შოთის პური - Sputnik საქართველო
შოთის პური

დიახ, ასეც ხდება: წავა სომეხი ჯიგიტი საქართველოში, შეუყვარდება ქართველი ლამაზმანი და ცოლთან ერთად ბრუნდება სამშობლოში. 

ზუსტად ასე დაემართა 1963 წელს სვეტლანა ნამჩივაძეს, რომელიც სომხეთში 1997 წელს დაფუძნებულ ქართულ საზოგადოებას, „ივერიას“ ხელმძღვანელობს. „ივერია“ აკადემიკოსმა, ფიზიკოსმა ნანა ასათიანმა დააარსა. შესაძლოა, რომ საზოგადოების სახელწოდება სულაც არ არის შემთხვევით შერჩეული, ვინაიდან „ივერია“ ანუ „იბერია“ — ეს უძველესი სამეფო გახლდათ თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე. ახლა კი ასეთივე, თუმცა მცირე ქართული „სამეფო“ სომხეთის დედაქალაქში ფუნქციონირებს, რომლის შესახებაც ბევრს არც სმენია. 

„გამარჯობა“, — ქართული მისალმებით დავიწყე საუბარი, რაზეც ქალის სასიამოვნო ხმამ სომხურად მიპასუხა „ბარევ ძეს“, ანუ გაგიმარჯოსო.  

„მოსწავლეობისა და სტუდენტობის წლები თბილისში გავატარე. მერე, როგორც ბევრი ჩემი თანამემამულე ქალი, სომხეთში გავთხოვდი. აქ, ერევანში გავხდი კომიტასის საახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი. ბევრი წელი ვიმუშავე ერევნისა და ეჩმიაძინის მუსიკალურ სკოლებში“, — ამბობს სვეტლანა ნამჩივაძე. 

სომხეთის ქართველთა საზოგადოებაში ისეთებიც არიან, ვინც სამხრეთ სახელმწიფოში ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მიზეზით გადასახლდა: ვინ სამსახურად მიავლინეს, ვინ — მასწავლებლად წავიდა,  ვინ კიდევ ოჯახური მდგომარეობის გამო აღმოჩნდა იქ. 

დღეისათვის საზოგადეობასთან არსებული საკვირაო სკოლაც მუშაობს, სადაც ქართულ ენას მხოლოდ გადმოსახლებულთა შვილიშვილები კი არ სწავლობენ, არამედ ეთნიკური სომხებიც. 

სომხეთის ქართველთა საზოგადოება "ივერია"
სომხეთის ქართველთა საზოგადოება ივერია   - Sputnik საქართველო
სომხეთის ქართველთა საზოგადოება "ივერია"

ამას გარდა, გამოიცემა ყოველთვიური გაზეთი „ივერია“, რომელიც საზოგადოების მუშობასაც აშუქებს და საქართველოს — ასე ახლობელი და შორეული სამშობლოს შესახებ საინტერესო ისტორიებსაც ბეჭდავს. სომხეთში ფუნქციონირებს ქართულენოვანი რადიოც. 

„თავიდან მუდმივი ადგილიც კი არ გვქონდა, სადაც შევიკრიბებოდით. მაგრამ მერე, 2004 წელს სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობისთვის დააფუძნა  კულტურული ცენტრი. გაზეთს სომხეთის კულტირუს სამინისტრო აფინანსებს და მადლიერები ვართ მთავრობისა, რომ ჩვენს მოღვაწეობას მხარს უჭერს“, — ამბობს ქალბატონი სვეტლანა. 

დღეს ქართველთა საზოგადოებაში 150 ადამიანის დარეგისტრირებული. 

არსებობს სტერეოტიპი, რომ სომხეთი მონოეთნიკური ქვეყანაა და სხვა ერები აქ არ ცხოვრობენ. ასეთი შეხედულება მხოლოდ სომხეთში კი არა, საქართველოშიცაა გავრცელებული. სწოზრედ ამ თემას აშუქებს ჟურნალისტი და მწერალი ვიქტორია მაქსოევა საკუთარ დოკუმენტურ ფილმში სახელწოდებით „ჩვენები თავისიანებთან“. 

„გადავწყვიტე მეჩვენებინა, რომ სომხეთშიც ცხოვრობენ ქართველები. ჩვენ ხომ ხშირად გვეუბნებიან საქართველოში, რომ მათებურები სომხეთში არ ცხოვრობენ. 40 წუთიან ფილმში, რა თქმა უნდა, ვერ მოვახერხეთ მათთვის ყველა არაჩვეულებრივი ადამიანის წარმოჩენა მეზობელი ქვეყნიდან, მაგრამ ქართული აუდიტორიისთვის ნამდვილ რევოლუციურ აღმოჩენად იქცა ის, რომ სომხეთში ებრაელებიც ცხოვრობენ“, — გვიამბობს მაქსოევა. 

ყოველთვიური ქართულენოვანი გაზეთი "ივერია"
ყოველთვიური ქართულენოვანი გაზეთი ივერია  - Sputnik საქართველო
ყოველთვიური ქართულენოვანი გაზეთი "ივერია"

ქართველებში გავრცელებულია სტერეოტიპული ანეკდოტები სომხებისა და ებრაელების თანაცხოვრების შესახებ. მათი აზრით, ეს ორი ერი იმდენად განსხვავებულია და იმავდროულად, იმდენი  რამ აქვთ საერთო, რომ ერთად ცხოვრებას ვერ უძლებენ. 

ფილმი მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ სომხეთში ძალიან უყვართ ქართული კულტურა, განსაკუთრებით, სამზარეულო. მაქსოევას ფილმი თბილისელ მაყურებელს ცოტა ხნის წინ წარუდგინეს, ახლო მომავალში კი სომხეთშიც ანახებენ. 


ყველა ახალი ამბავი
0