საქართველოში სასაზღვრო რეგიონებში „მომავლის სოფელს“ ააშენებენ

© courtesy of Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „მომავლეს სოფლის“ შექმნა ხელს შეუწყობს საზღვრისპირა სოფლების ეკონომიკურ და სოციალურ გაძლიერებას.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა გეგმავს „მომავლის სოფელი“ ააშენოს საზღვრისპირა რეგიონებში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს, 21 დეკემბერს საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას. 

საქართველოს ხელისუფლების ახალი ინიციატივის მიზანი საზღვრისპირა სოფლების ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებაა. ანალოგიური იდეა ისრაელში განხორციელდა, — განაცხადა პრემიერმა.  

„ჩვენ ვმუშაობთ ამ იდეაზე. ჩვენ გვინდა შევთავაზოთ ვეტერანთა ოჯახებს, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ ვეტერანთა ოჯახებს, დასახლდნენ ამ რაიონებში და მივცეთ მათ განსაკუთრებული პირობები“, — თქვა მთავრობის თავმჯდომარემ. 

2016 წელს აფხზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში დასრულდება მრავალფუნქციური საავადმყოფოსა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ როგორც საავადმყოფო, ასევე სავაჭრო ცენტრი რომელიც აღჭურვილი იქნება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიმღები პუნქტით, სამაცივრე დანადგარებითა და სხვა ინფრასტრუქტურით, ხელს შეუწყობს ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციას და აფხაზებსა და ქართველებს შორის კონტაქტების გაუმჯობესებას. 


ყველა ახალი ამბავი
0