თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ქვეყნის შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 25 წელი იზეიმეს, იუწყება პრეზიდენტის პრესსამსახური ორშაბათს, 21 დეკემბერს.
საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს შეიქმნა. მის საფუძველზე ჩამოყალიბდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების დანარჩენი ნაწილი. იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური ვახტანგ კაპანაძე და სხვა მაღალჩინოსნები.
„ვულოცავ ეროვნულ გვარდიას 25 წლის იუბილეს. თქვენი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესში განუზომელია! პატივს მივაგებ იმ თანამებრძოლების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე ქვეყნის სამსახურს შეწირეს.
სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმაც მიმართა და ეროვნული გვარდიის რეფორმირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.მადლობას გიხდით თქვენ, რადგან დღესაც, ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას იცავთ და ემსახურებით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობისადმი მიმართვისას.
„თქვენ იცით, რომ ჩვენ ვმუშაობთ ეროვნული გვარდიის კონცეფციაზე, რომელსაც 2016 წლის დასაწყისში წარვუდგენთ საზოგადოებას და მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, გაიზარდოს სამაშველო ოპერაციების დროს გვარდიის შესაძლებლობები, როგორც ფუნქციურად, სამართლებრივად, ასევე ტექნიკურადაც. ეროვნული გვარდია, ჩემი აზრით, უფრო მობილური უნდა იყოს, სამართლებრივად“, – განაცხადა ხიდაშელმა.
საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები მედლებითა და ორდენებით დააჯილდოვა.